ემიგრანტის ხმა

დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი ემიგრაციაა. სიმრავლიდან და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ემიგრანტების აქტიურობამ შესაძლოა, საბოლოოდ გადაწყვიტოს არჩევენების ბედი.
კამპანიაში ჩართული ემიგრანტების განაცხადი
„ემიგრაციაში აღმოჩენის მიზეზი ხშირად არის მოცემულობა, რომელიც გვაიძულებს დავტოვოთ ოჯახი, მეგობრები და ქვეყანა.
სამშობლოს გარეთ გვიწევს გადავლახოთ კიდევ უფრო მძიმე გამოწვევები, ფეხი ახლიდან ავიდგათ, ღირსეულად შევასრულოთ ახალი პასუხისმგებლობები და დავეხმაროთ ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს. დღეს, როგორც არასდროს, გვაქვს თავისუფლების გზის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც შინ, ევროპაში დაგვაბრუნებს. ევროპაში, სადაც ხელისუფლება არის მოქალაქეების სამსახურში, პატივს სცემს, მხარს უჭერს, აფასებს მათ ნიჭსა და არჩევანს.
ჩვენ არამხოლოდ ძალიან ბევრნი ვართ, არამედ გვაქვს პირადი, უშუალო, შიგნიდან დანახული გამოცდილება, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ დასავლური კურსი!
ჩვენ ყველას ერთი ხმა გვაერთიანებს! ერთობით ყველაფერს შევძლებთ!”
თუ ხარ ემიგრანტი, ჩაწერე ვიდეო, გააგონე შენი ხმა საქართველოსა და მსოფლიოს!

ემიგრანტების სინფორმაციო ბაზა
საინფორმაციო ბაზა ემიგრანტებს დაეხმარებათ ხმის მიცემის პროცესის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. სანდო საკომუნიკაციო არხის შექმნით, ემიგრანტებს შეუძლიათ დააფიქსირონ ნებისმიერი პრობლემა და მიიღონ დროული დახმარება.
ეს ხელს შეუწყობს ხმის მიცემის ისეთი ბარიერების იდენტიფიცირებას და გადაჭრას, როგორებიცაა: ინფორმაციის ნაკლებობა, ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური დაბრკოლებები.
საინფორმაციო ბაზა ემიგრანტებს მისცემს უფლებამოსილებას ეფექტურად გამოყენენონ ყველა ინფორმაცია და რესურსი, რომლებიც მათ სჭირდებათ ხმის მიცემისთვის და მათ დასაცავად.
ემიგრაციის ხმა


სოც. მედია კამპანია
სოციალური მედია გადამწყვეტ როლს შეასრულებს კამპანიის გზავნილის გავრცელებაში. ემიგრანტებისა და მათი ოჯახების მონაწილეობით ავთენტური ვიდეოკლიპების შექმნითა და გაზიარებით, პროექტი გამოიყენებს პერსონალური ნარატივების ძალას მოქმედების მოტივაციისა და შთაგონებისათვის.
ეს კლიპები შეიცავს შეტყობინებებს, როგორებიცაა: “ჩემი ხმა ევროპას”, “დაბრუნდი სახლში – ევროპაში” და “ნუ დაგვაშორებ ჩვენს ოჯახებს – გავაერთიანოთ ქართული ოჯახები ევროკავშირის წევრ საქართველოში”, რომლებიც ემოციურად შეეხება თითოეულ მოქალაქეს და შთააგონებს მოახლოვებული არჩევნების მნიშნვნელობას.
ამ კლიპების ფართოდ გავრცელება ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას, მხარდაჭერის გაძლიერებას და ძლიერი, ერთიანი საზოგადოებრივი ჩართულობის ჩამოყალიბებას.
100 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ევროპის ახლაგაზრდა ელჩები იმოძრავებენ საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქსა და სოფელში, იაქტიურებენ ყველა სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ არც ერთი ევროპული ხმა არ დარჩეს სახლში და არ დარჩეს დაუცველი.