ჩვენი ევრომობილები ივლიან მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავლენ 200-ზე მეტ ქალაქში, დაბაში და სოფელში, ჩაიყვანენ საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ, სხვადასხვა პროფესიის გამორჩეულ წარმომადგენელს, რომლებიც მოსახლეობას აუხსნიან, თუ რატომ და როგორ ავირჩიოთ ევროპა.
#აირჩიეევროპა
#100დღეგამარჯვებამდე
100 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ევროპის ახლაგაზრდა ელჩები იმოძრავებენ საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქსა და სოფელში, იაქტიურებენ ყველა სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ არც ერთი ევროპული ხმა არ დარჩეს სახლში და არ დარჩეს დაუცველი.