ჩვენ შესახებ

11 ივლისს დაფუძნდა ახალი საერთო სახალხო მოძრაობა - აირჩიე ევროპა

ჩვენი განაცხადი

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ოცნების ხელისუფლების ანტი-დასავლური პოლიტიკა არა მარტო გვაშორებს სასურველ მიზანს, არამედ აქამდე მიღწეული, ყველა ევროპული სიკეთის დაკარგვის გარდაუვალ საფრთხეს ქმნის. სამწუხაროდ, დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც ვირჩევთ არა უბრალოდ სასურველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყნის გეო-პოლიტიკურ ორიენტაციას. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვერთიანდებით რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში საქართველოს ევროპული არჩევანის, გამაჯვებისა და ქვეყნის ევრო-ატლატიკურ გზაზე დაბრუნებისთვის და ვიწყებთ 100 დღიან მეგა-კამპანიას – აირჩიე ევროპა!”

 

ახალი ერთობის და მოძრაობის მიზანი მხოლოდ ერთია – დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.

მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ევროპული არჩევანის გამარჯვება და ამ გამარჯვებით საქართველოს შეუქცევად განვითარებისა და წარმატებების გზაზე დაყენებაა. ახალმა ერთობამ და მასშტაბურმა საზოგადოებრივმა კამპანიამ  უნდა გააგრძელოს გახაფხულზე დაწყებული ერთობის უპრეცენდენტო  მოძრაობა და ის მის სტრატეგიულ გამარჯვებამდე –  26 ოქტომრამდე უნდა მიიყვანოს.