ევროპის ახალგაზრდა ელჩები

გაზაფხულზე უპრეცედენტო აქტიურობით, თვითორგანიზებითა და თავდადებით ახალგაზრდებმა ქვეყანას გამარჯვების რწმენა და ერთობის განცდა დაუბრუნეს და იმის ნათელი დემონსტრირება მოახდინეს თუ რა მასშტაბის ენერგიისა და ძალისხმევის გენერირება შეუძლიათ. პროექტის მიზანია ეს უდიდესი ენერგია მომავალ არჩევნებში ევროპული არჩევანის გამარჯვებას მოხმარდეს. რისთვისაც საჭიროა, რომ სწორედ ეს ახალაგზრდები იქცნენ ევროპის ელჩებად მშობლიურ ქალაქებში, სოფლებში, ან თუნდაც ვირტუალურ სივრცეში და ჩაებან გრანდიოზულ ევროპულ მარათონში, თუ რატომ და როგორ ავირჩიოთ ევროპა.
გახდი ევროპის ახალგაზრდა ელჩი
პროექტი 3 ფაზად განხორციელდება:

ფაზა 1. რეგისტრაცია და მომზადება.
ევროპის ახალგაზრდა ელჩობის მსურველები რეგისტრაციას გაივლიან სპეციალურ ბმულზე, რის შემდეგაც მოხდება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რუკაზე მონიშვნა. ჩატარდება ტრენინგები, ონლაინ ან მახლობელ ლოკაციაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები მიიღებენ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ევროპული დახმარებების, ინტეგრაციის სიკეთეების და იმ შესაძლო დანაკარგების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოოდ ჩიხში შესვლამ შეიძლება გამოიწვიოს. ევროპის ახალგაზრდა ელჩები ასევე გაივლიან სემინარებს, არჩევნებზე დაკვირვების, ხმის დაცვისა და შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების კუთხით. პროექტის პირველი ფაზა, საინფორმაციო მხარდაჭრის ყოვლისმომცველი პაკეტის, კამპანიისათვის აუცილებელი ეკიპირებისა და შესაბამისი ინსრუქციების მიღებით დასრულდება.
ფაზა 2. გრანდიოზული ევროპული მარათონი
1 აგვისტოდან – 25 ოქტომბრამდე ევროპის ახალგაზრდა ელჩები, მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჩაებმებიან გრანდიოზულ ევროპულ კამპანიაში, მეზობლების, ახლობლების თუ თანატოლების ევროპული სიკეთეებისა და არჩევანის შესახებ სრულად ინფორმირების მიზნით. ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს: რატომ არის ევროპა საქართველოსთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო და ერთადერთი გარანტი; რა ახალ სიკეთეებს უნდა ველოდოთ დასავლეთიდან არჩევნებში პრო-ევროპული პარტიების გამარჯვებით; რა საფრთხეებთან გვექნება საქმე ოცნების ხელისუფლების ანტი-დასვალური პოლიტიკის გაგრძელებს შემთხვევაში; და რაც მთავარია, რას ნიშნავს ევროპული არჩევანის გაკეთება საარჩევნო ბიულეტენში.


ფაზა 3. ევროპული არჩევანის მცველები
ევროპის ახალგაზრდა ელჩებიდან მსურველები არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, უკვე ევროპული არჩევანის მცველები გახდებიან, რაც იმაში გაიმოიხატება, რომ ისინი თანამოაზრეებთან ერთად, უახლოესი საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდებიან, დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და მოახდენენ ევროპული არჩევანის სიმრავლისა და სიმყარის ვიზუალურ დემონსტრირებას.
100 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ევროპის ახლაგაზრდა ელჩები იმოძრავებენ საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქსა და სოფელში, იაქტიურებენ ყველა სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ არც ერთი ევროპული ხმა არ დარჩეს სახლში და არ დარჩეს დაუცველი.